საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.
სუს-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გელა გელაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან, ანდრანიკ სიმონიანთან.
„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და არსებული გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
გეკა გელაძემ სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები – თამაზ ბორაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
