სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პირველ ლედის კიმ გონ ჰის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ყოფილ პირველ ლედის ბრალი ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებაში ედებოდა, რომლებიც, გამოძიების მიხედვით, თანამდებობებზე დანიშვნებისა და ბიზნესთან დაკავშირებული შეღავათების სანაცვლოდ მიიღო.
პროკურატურა კიმ გონ ჰისთვის 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სამართალდამცველების შეფასებით, ყოფილმა პირველმა ლედიმ საკუთარი ოფიციალური სტატუსი არაერთხელ გამოიყენა პირადი ინტერესებისთვის.
კიმ გონ ჰი ყოფილი პრეზიდენტის იუნ სოკ იოლის მეუღლეა. იუნ სოკ იოლი საომარი მდგომარეობის შემოღების მცდელობის საქმეზე, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და ამბოხის მუხლებით მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი დაძაბულობის გამოწვევის მიზნით ჩრდილოეთ კორეაში დრონების გაგზავნის საქმეზე დამნაშავედ ცნო და კიდევ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
