ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში ატომური ენერგიის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და მის განთავსებაზე დაწესებული მრავალწლიანი აკრძალვა უქმდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.
მედიის ცნობით, დოკუმენტი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია და ძალაში 1 ივლისიდან შევა.
ფინეთის პარლამენტმა აღნიშნული კანონი 125 ხმით 17 მარტს მიიღო. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაიაკიანენმა აღნიშნულ რეფორმას „ისტორიული“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ფინეთისა და ნატოს უსაფრთხოებას გააძლიერებს.
სტუბის განცხადებით, ფინეთი საკუთარ ტერიტორიაზე მშვიდობიან დროს ბირთვული იარაღის განთავსებას არ გეგმავს. „საუბარია ბირთვულ შეკავებაზე, შემაკავებელ ფაქტორზე, რომელიც იმის გარანტია იქნება, რომ მისი [ბირთვული იარაღის] გამოყენება არასდროს მოხდება“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
