თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. ახალგაზრდებთან შეხვედრები ვარლამ ლიპარტელიანის გუნდმა აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით 10 რეგიონში უკვე გაიმართა. დასკვნითი, მე-11 შეხვედრა დღეს შედგება.
რეგიონული კონფერენციების მიზანია, ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდა.
„თბილისი ახალგაზრდული პროექტების მიმართულებით არის აქტიური. ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც სპორტულ ღონისძიებებს, ასევე, წარჩინებულ ახალგაზრდებს, მათ შორის სწავლის დაფინანსების მიმართულებით. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ ღონისძიებას, რომ მოვისმინოთ კიდევ რა გამოწვევები რჩება აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და რა იდეების განხორციელებას ისურვებდნენ ჩვენს სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა.
