კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ხოსეში, მსოფლიო ჩემპიონატის ქომაგებისთვის განკუთვნილ შეკრების ადგილას, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა.
პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით, გადაკეტა ახლომდებარე ქუჩები და ის დაწესებულებები, სადაც ფეხბურთის ქომაგები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უყურებენ.
თავდასხმის მოტივისა და ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს არ გაუსაჯაროებიათ.
კომენტარები
