ალექსანდრე თამაზაშვილი გოგიტა დალაქიშვილის და ირაკლი კორძაიას ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“კორძაია – დალაქიშვილის ტანდემი.
2007 წლის სექტემბრამდე გოგიტა დალაქიშვილი მუშაობდა “კუდ” ში რასაც თავად ადასტურებს. ჩემი ინფორმაციით მოხდა მისი ჩანერგვა ოპოზოციაში და როგორც ამბობენ მან წარმატებით მოახდინა ირაკლი კორძაიას “გადაბირება” .
მას შემდეგ , რაც ამ “ნასედკების” “მამა- მარჩენალი” დამარცხდა და გადაიხვეწა “კუდის ბიჭუნებმა” გადაწყვიტეს “ქართულ ოცნებაში” მიეღოთ სარგებელი და სააკაშვილის წინააღმდეგ “მებრძოლების” მანტია მოერგოთ … სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს და მათ შორის მეც გვჯეროდა “ჩანერგილების” გულწრფელობის სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში…
ამასობაში “ნაც. მოძრაობაში” გადაბარგებულ კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს გაახსენდათ “აგენტი ბიჭუნები” და ახალი დავალებებიც მალე მიიღეს… სააკაშვილის ტელევიზიდან ისაუბრონ “ქართულ ოცნებაში” არსებულ “სიბინძურეზე” და “სკანდალი” ააგორონ.. ორი კვირის განმავლობაში “ცრუსთავი 2” მა საკმაოდ ხანგრძლივი სიუჟეტები “გამოაცხო” “კუდის ბიჭების” მოყოლილი “სკანდალებით” .. რითაც მათი საბოლოო ლუსტრაცია მოახდინენს : ვითომდა სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლი “ვაჟკაცები” – სააკაშვილისვე ტელევიზიის “ვარსკვლავებად” მოგვევლინენ…”-წერს თამაზაშვილი.