საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„ამ კვირაში აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ენდრიუ ლუმისი თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობასა და თავდაცვის სფეროში ქართველ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთო პრიორიტეტებზე, ორმხრივი ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერებასა და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
კომენტარები
