მდინარი ბებიაშვილი იყო თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი, საამაყო სამხედრო მოსამსახურე, – ამის შესახებ ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ჩამოსვენების ცერემონიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
”უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი იყო თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი, საამაყო სამხედრო მოსამსახურე. მან თავისი ქვეყნის ინტერესებს შესწირა თავი და მისი სახელი უკვდაყოფილი იქნება. იგი სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის”, – განაცხადა იზორიამ.
კომენტარები