რექს ტილერსონის და სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერთმანეთს მანილაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ფორუმზე შეხვდნენ.
როგორც მოლაპრაკებების შემდეგ სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან რექს ტილერსონს კიდევ ერთხელ განუმარტა, როგორი იქნება რუსეთის პასუხი ვაშინგტონის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ სანქციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საპასუხო ზომების შესახებ ინფორმაცია თავად ტილეროსნამა მოითხოვა.
“ვლადიმერ პუტინმა კონტრსანქციებზე დეტალურად ისაუბრა. განმარტა გადაწყვეტილების მიზეზი”, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
კომენტარები