ქარიშხალ „ისაიას“ აშშ-ის ალაბამისა და ფლორიდის შტატებში ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე მათგანი ხის დაცემის შედეგად დაიღუპა.
ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა მოსახლეობას „სახიფათო ვითარების“ გამო სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო ალაბამის მცხოვრებლები შესაძლო „თანმხლები ტორნადოებისთვის“ მზადყოფნისკენ გააფრთხილეს.
„ისაია“ თავდაპირველად ფლორიდას მე-2 კატეგორიის ქარიშხლის სახით დაატყდა თავს. მას თან ახლდა 170 კმ/სთ სიჩქარის ქარი და 5 ფუტამდე სიმაღლის შტორმული ტალღები. მოგვიანებით ქარიშხალი პოსტტროპიკულ ციკლონად შესუსტდა.
დღეს დილით ფლორიდაში 400 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ მომხმარებელთა რაოდენობა კვლავ 860 000-ს აღემატება.
კომენტარები
