პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის თარიღად 23 ნოემბერს ასახელებდა და ხელისუფლებას აკრიტიკებდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს პოსი წაშალა.
ვოლსკის თქმით, ე.წ. ოპოზიცია ქვეყანაში მომხდარ „არც ერთ ნეგატიურ გამოვლინებას არ ჩამორჩა“.
„მთელს მსოფლიოში ხდება ასეთი ამბები. ზოგისთვის არის შეფასებული, როგორც გამოსაყენებელი ბერკეტი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არც ერთ ნეგატიურ გამოვლინებას არ ჩამორჩა ჩვენი ე.წ. ოპოზიცია – დაწყებული ფაროსანას შემოსევიდან, დამთავრებული შოვის ტრაგედიამდე და თუ გინდა, ფონიჭალის ტრაგედიამდე, არ დაუკლიათ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ცნობილია, მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გლოვის დღედ 22 ნოემბერი გამოცხადდა.
