შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მეზობელი ქვეყნიდან გამოგზავნილმა ვერტმფრენებმა საქართველო დატოვეს და დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ.
მღებრიშვილის თქმით, ორი თურქული ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი უკვე წავიდა საქართველოდან. ხეობაში რჩებიან ბელარუსული და აზერბაიჯანული ვერტმფრენები, რომლებიც სავარაუდოდ, ხვალ გაფრინდებიან.
“მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ალბათ უახლოეს პერიოდში, შესაძლებელია, უკვე ხვალ დატოვებენ ზონას, რადგან მათი დახმარება ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მათ იმისათვის, რომ ასე ოპერატიულად გამოიჩინეს გულისხმიერება და გვერდში დაგვიდგნენ“, – აღნიშნა მინისტრმა.
კომენტარები