მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანთან მდებარე ტყეში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო ეკიპაჟი. დამატებით სახანძროს ბოლნისის რაიონიდან ელოდებიან. ხანძრის ლოკალიზებაში ადგილობრივებიც არიან ჩართულნი. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
როგორც მარნეულის მუნიპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, ხანძრის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
კომენტარები