გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ერთი დაშავებული 15 წლის მოზარდია, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები