„პატრიოტთა ალიანსი“ ბათუმში აქციას მართავს. პარტიის მხარდამჭერები ევროპის მოედანზე არიან შეკრებილი.
,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია და ის, როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ პრობლემებს ეხება. ინაშვილი სოციალურ მოთხოვნებში საბანკო კრედიტებსა და სოციალური დაახმარების აღდგენას ასახელებს, პოლიტიკურში კი, ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ინაშვილის თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი მთავრობის გადაყენების მოთხოვნით აქციების დაიწყებენ.
კომენტარები