„თუ სააკაშვილს აქ დააბრუნებენ, ხალხი იარაღს აიღებს, სისხლი დაიღვრება“, – ამის შესახებ ბიზნესმენი, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება – 21“-ის თავმჯდომარე ლევან ვასაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც ვასაძე გამოცემასთან აღნიშნავს, იგი საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კარგად იცნობს და მის „გაუწონასწორებელ ფსიქიკაზე“ საუბრობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია და ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ექსპრეზიდენტი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს.
„სააკაშვილი ჩემი თაობის კაცია და ძალიან კარგად ვიცნობ! ის ძალიან მყიფე და არასასურველი ფსიქიკის მქონე ადამიანია ბევრი კომპლექსით. სააკაშვილისთვის დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ძალაუფლება, რადგან ასეთ განსაცდელს ბევრად უფრო ძლიერი ფსიქიკის მქონე ადამიანებიც ვერ უძლებენ. სააკაშვილის სამედიცინო პრობლემები და მისი ფსიქიკური აშლილობა სრულიად ჰიპერტროფირებული გახდა მას შემდეგ, რაც ძალაუფლება მიიღო. სააკაშვილი ავადმყოფია და მე მას, როგორც ჯანმრთელ ადამიანს, არც ვუყურებ! ადეკვატურ კოორდინატთა სისტემაში სააკაშვილის ქმედებებს ვერ განვიხილავ. სხვა საკითხია, რომ ის ნამდვილი კრიმინიალია. სააკაშვილი არის გამოუსწორებელი კრიმინალი, რომელმაც ქვეყანას ნამდვილი კატასტროფა მოუტანა. სააკაშვილისთვის ერთადერთი გამოსავალი განსასჯელის სკამი და ერის წინაშე პასუხისგებაა! არ ვიცი, სააკაშვილს რა ან ვინ შეაჩერებს. – რა უშველის სააკაშვილს? ამერიკელები სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ლამობენ, მაგრამ მე ამის არ მეშინია, რადგან სააკაშვილის ფიზიკურად დაბრუნება შეუძლებელია. თუ სააკაშვილს აქ დააბრუნებენ, ხალხი იარაღს აიღებს, სისხლი დაიღვრება და იმედი მაქვს, ამერიკელებს ეს ესმით!“ – აცხადებს ლევან ვასაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ლევან ვასაძე – სააკაშვილი ავადმყოფია
2016/06/13 12:20:25
კომენტარები
ნანახია: 6271 ჯერ