ოზურგეთის 43-ე საუბნო საარჩევნო ტერიტორიაზე მომხდარ ინცინდენტს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.
„ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დილიდან ამომრჩეველთან აქტივობა მაღალია. რაც შეეხება 43-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, აქ ჩვენს წარმომადგენლებთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი მივიდა, რომელმაც აგრესიით სცადა ხელის შეშლა კანონით დადგენილი ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში. ბუნებრივია, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ეს პროცესი საარჩევნო უბანზე ხელს ვერ შეუშლის. ამ შეკითხვებს კი შესაბამისი სამსახურების მხრიდან პასუხები გაეცემა“,– აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
კომენტარები