ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
80 წლის მამაკაცს, რომელის საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა, მანქანა დაეჯახა. ხანდაზმული მამაკაცი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
კომენტარები