მსახიობ დავით როსტომაშვილის ვაჟი, ბრალდებული გიორგი როსტომაშვილი და კიდევ ერთი ბრალდებული ნიკოლოზ მჭედლიანი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
როსტომაშვილი და მჭედლიანი ამ წლის 21 მარტს, თბილისში ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი ყაჩაღობის გამო იყვნენ დაკავებულები. ისინი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობდა.
კომენტარები