იმედია სასამართლოს მიერ მოცემული ვადა საკმარისი იქნება და შემდეგ პროცესზეც ოროსანი ბავშვივით არ ადგებით და არ იტყვით, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწარით, – ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატს სოფიო გოგლიჩიძეს.
ადვოკატი დღევანდელ პროცესზე მოითხოვდა მისთვის მოსამართლეს მიეცა გონივრული ვადა, რათა მოესწრო საქმის მასალების გაცნობა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილია, სასამართლოს სხდომა 25 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები