ჩაფიძის კლინიკის ექიმებმა ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე დასკვნა დადეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლოს ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ექიმების კონსილიუმის შედეგად გაკეთებული დასკვნა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის იდენტურია. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით, დასკვნაში ნათქვამია, რომ „გულთან დაკავშირებული პრობლემები ნერვულმა ფონმა გამოიწვია, რაც ოთარ აბესაძემ გუშინდელ სასამართლო პროცესზე გადაიტანა“.
“დღეს იყო კონსილიუმი. პრაქტიკულად იგივე დასკვნა დადეს ჩაფიძის კლინიკის ექიმებმა, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. ეს მოდის თავიდანო. გულის პრობლემები და ინფარქტი გამოირიცხა. გუშინ რა ცვლილებებიც იყო, დაკავშირებულია ნერვულ ფონთან”, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.