ახმეტაში, ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე მაშველებმა 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მამუკა ძებნიაური სახლიდან 19 იანვარს გავიდა. ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას მაშინ შეატყობინა, როდესაც ახლობლებთან ძებნის შემდეგ კვალს ვერ მიაკვლია. მეზობლებმა ძებნიაური ბოლოს სარწყავი არხის ტერიტორიაზე შეამჩნიეს.
მამუკა ძებნიაურს ოთხი დღის განმავლობაში მაშველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავები და პოლიცია ეძებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
კომენტარები