თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, უამინდობის გამო, ხაშურის სადგურშია გაჩერებული.
მგზავრების ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას რელსებზე ხე წაიქცა. ამასთან, ხაშურში ძლიერი თოვა და უამინდობაა.
უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა ბათუმი-თბილისის მატარებელსაც.
საქართველოს რკინიგზა, აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, განცხადებას ცოტა ხანში გაავრცელებს.
კომენტარები