თუშეთში, სოფელ ომალოში მონადირეს ნადირობისას, სავარაუდოდ, იარაღიდან ტყვია გაუვარდა და თვითდაზიანებები მიიყენა. დაჭრილი 37 წლის ზურაბ იჭირაულია. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაჰყავთ.
მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის მენჯ-ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.
თელავის აეროდრომზე პაციენტის დასახვედრად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მობილიზებულია.
კომენტარები