სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაშნაარის საჯარო სკოლაში ინფორმატიკის კაბინეტი გაქურდეს.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამტვრეულია ინფორმატიკის კაბინეტის გისოსები და გატეხილია ორმაგი ბოქლომი, საიდანაც მძარცველებმა 2 სასწავლო კომპიუტერი გაიტანეს.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა, თუმცა, ამის შესახებ დარაჯმა დღეს დილით შეიტყო, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. ექსპერტთა ჯგუფი შესაბამის ოპერაციას ამ დრომდე ასრულებს.
კომენტარები