რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ათი წლის ტყუპები გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ბავშვები, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები