საბაჟო გამშვებ პუნქტზე ”სადახლო-საავტომობილო“ მებაჟე ოფიცრებმა 87.11 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტის გამოვლენა 25 ივნისს მოხდა.
”ნივთები უკრაინის მოქალაქეს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად უპოვეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4626.14 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4626.14 ლარის ოდენობით”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
კომენტარები