ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ერთ დღეში ორი მკლელობა მოხდა. 17 მარტს გაგრაში 1960 წელს დაბადებული ტუროპერატორი, მიხეილ ბარციცი ჩაცხრილეს. შემთხვევა დაახლოებით დღის 14:30 საათზე მოხდა.
ამავე დღეს, საღამოს საათებში კი, გაგრის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 1981 წელს დაბადებული რამინ ხაშიგი მოკლეს. ოკუპირებული გაგრის ე.წ. პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, რომ ხაშიგი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით ბარციცის ნათესავბემა მოკლეს და შური იძიეს.
ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. საოკუპაციო რეჟმის ე.წ. პროკურატურამ ორივე საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის მუხლით აღძრა.
კომენტარები