ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. მოზარდი საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები