ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალური ქსელის გვერდზე პასუხობს და წერს:
“17 ივლისს, დავდე ამ შინაარსის სტატუსი:
თაკო ჩარკვიანი
“👎
👎
👎
😨
😨
😨
😰
😰
😰”
არ მომწეწონა, ადამიანურად გული დამწყდა – რაც ვნახე და ამიტომ…
2 დღეში – 18 და 19 ივლისს, 2 გადაცემაში მომიხსენია, როგორც “კრებსითი კოკა ყანდიაშვილი….”, ანუ ეს ჩამორჩენილი მენტალობის კაცია, ძველი და მე მომავლის გრიგოლი მირჩევნიაო….
შესაბამისად – ამ სტატუსის მერე, პირდაპირ (ენმ)-ში მიმიწვევს – ვაშაძესთან… მომავლისკენ რომ გამახედოს…
მოგიკითხავთ, მიშიკოს, ნიკონორსა და გიული დეიდას.
პ.ს. თაკო ველი, რომ მეგობრებიდან წამშლი – როგორც რეტროგრადსა და ბნელს!
პ.პ.ს. – დამავიწყდა კინაღამ, იმ წინა სტატუსზე, 2 დღის დაგვიანებით ტროლები გამომიგზავნა და აქეს და ადიდეს თაკო – “ფეიქ ექაუნთებით” – წერს ყანდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.
“პრეზიდენტი უნდა გახდეს გრიგოლ ვაშაძე, სტაბილური პიროვნება, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი.
დღეს არ არის პარტიული არჩევნები, დღეს არის საპრეზიდენტო არჩევნები და მე ვაძლევ ხმას უბრწყინვალეს პიროვნებას, უმაღლესი რანგის დიპლომატს, გრიგოლ ვაშაძეს“, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანების „ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წარდგენისას განაცხადა.
ჩარკვიანმა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებამდე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის დასავლური კურსი მნიშვნელოვანია და ამ კურსს დაიცავს გრიგოლ ვაშაძე. მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე გაწონასწორებული პიროვნებაა.