თბილისის მერიის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეღავათიანი სამგზავრო ბარათების დაბლოკვა მოსარგებლე პირთა ბაზების გეგმური განახლებით არის გამოწვეული. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს.
როგორც მერიაში განმარტეს, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შეღავათიანი მგზავრობის ბარათით მოსარგებლე პირთა ბაზას პერიოდულად აახლებს.
„პრობლემა აღმოიფხვრება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მიმწოდებელი უწყებები საქალაქო სამსახურს განახლებულ სიებს გადასცემენ“, – აცხადებენ მერიაში.
დღეისათვის, თბილისის მერიის შეღავათიანი მგზავრობის ბარათით, 570 000-მდე სხვადასხვა კატეგორიის პირი სარგებლობს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეღავათიანი სამგზავრო ბარათები მომხმარებელთა ნაწილს დაებლოკა.
კომენტარები