ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს ანაზღაურების გაზრდის საკითხს გამოეხმაურა, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
„რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები კუნძებზე შემდგარი იყო და ექიმებს კი, მწირი ხელფასები ჰქონდათ. გულწრფელად მიხარია და ჩემს კოლეგებს თვალებში გამართულად შევხედავ, რომ 2014 წლიდან დღემდე 127 პროცენტით შევძელით მათი ხელფასების გაზრდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების 232 ახალი მანქანაა. გამართული ავტოპარკი, გაზრდილი ხელფასები, 17 რაიონში აშენდა სადგურები და 41-ში ახლა მიმდინარეობს მშენებლობა. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, დაგვიანებების რიცხვი შემცირებულიყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კომენტარები
