საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი დაინიშნა. ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება. განცხადება ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხზე გაკეთდება.
როგორც ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების ხაიშსა და ჭუბერში შესვლას დღეს ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო. ხაიშის ცენტრში ვითარება ამ დრომდე არ განმუხტულა.
კომენტარები