თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
“გემახსოვრებათ,”მე,ბებია, ილიკო და ილარიონიs” პასაჟი, ლექსს რომ ურჩევენ ილიკო და ილარიონი ზურიკელას.
“თუ თოვდა, ქარი იყო და ქვეყანა იქცეოდა,,შენ რა გიხაროდა, შე უპატრონოო”-ეუბნება ილიკო დამწყებ პოეტს.
ასეთივე კითხვა მინდა დავუსვა პრეზიდენტ მარგველაშვილს – თუ ტრამპმა გაგაძევათ შეხვედრიდან პოროშენკოსთან ერთად, თუ ნატოსკენ ნაბიჯი წინ ვერ გადაიდგა, თუ ქვეყანა იქცევა – რა გასმევდა, გაწევინებდა და გაცეკვებდა ისე, რომ ამის შესახებ რამდენიმე ქვეყანამ თურმე წერილებიც გამოგზავნა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო რატომღაც მალავს?
რა უბედურებაა ეს, ჯერ მიხეილ სააკაშვილის სიგიჟეებმა ხომ მოგვჭრა თავი და ახლა ამან დააგვირგვინა.
და კიდევ, სასწრაფოდ უნდა გასაჯაროვდეს წერილები და დაიდოს კადრები. ქვეყანას აქვს უფლება იცოდეს როგორ იქცევა მისი პრეზიდენტი”, – წერს სოსო მანჯავიძე.