თბილისის რამდენიმე რაიონს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს;
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზის (ნაწილობრივ), სიმონ ჩიქოვანის, დელისის, ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს,
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მცხოვრებლებს, 13:30 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლებს;
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგრის ქუჩის მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონების, ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ქიქოძის, იაშვილის, ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს;
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, მოსაშვილის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, რაზმაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.