სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა.
„მედალი მამაცობისთვის“ ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლეს დღეს გადასცა.
ვახტანგ გომელაური გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის მეთაურთან ერთად შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ივანე გოლაშვილი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა, პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაარსებიდან 3 წელი მიულოცა.
კომენტარები