ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნატო-ს ვარშავის სამიტის კომუნიკე, რომელშიც სამი პუნქტი – 111, 112, 113-ე უშუალოდ საქართველოს ეხება.
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი MAP-ით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით; დღეს ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ელემენტებს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს.
მივესალმებით 2008 წლის შემდეგ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს.
საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს წევრობისთვის მოსამზადებლად.
წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი მნიშვენლოვანი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისკენ.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ალიანსთან დასაახლოებლად გააგრძელოს ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რომლებსაც მას სთავაზობს ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწსლიური ეროვნული პროგრამა, მისი როგორც გაზრდილი შესაძლებლობების მქონე პარტნიორის როლი, მისი მონაწილეობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ინიციატივაში და ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი.
ნატო აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან და მიმდინარე კონტრიბუციას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში და ავღანეთის მტკიცე მხარადაჭერის მისიაში, აღიარებს მსხვერპლსა და კონტრიბუციას, რომელიც ქართველმა ხალხმა ჩვენს საერთო უსაფრთხებისთვის გასწია“,-აღნიშნულია ნატო-ს კომუნიკეს 111-ე მუხლში.
112-ე მუხლში კი აღნიშნულია – „მივესალმებით უელსის სამიტზე ჩვენს მიერ ინიცირებული ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. 30-ზე მეტი ექსპერტი, მოკავშირე და პარტნიორის ქვეყნებიდან, მხარს უჭერს საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ამ ძალსიხმევისთვის მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფაში. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელიც ეხმარება საქართველოს თავდაცვსიუნარიოანობისა და მდგრადობის გაძლიერებაში, მოქმედებს. ჩვენ გავაგრძელებთ საჭირო რესურსების უზრუნველყოფას ყოვლისმომცველი პაკეტის განსახორციელებლად, რომელიც მიმართულია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებისკენ და, შესაბამისად, ეხმარება საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში. ჩვენ შევთანხმდით დამატებით პრაქტიკულ გზებზე ძალისხმევის გასააქტიურებლად, მათ შორის საქართველოს კრიზისების მართვის, წვრთნისა და სწავლების, შესაძლებლობების და სტრატეგიული კომუნიკაციებს გაუმჯობესების მხარდაჭერაზე. ალიანსი უზრუნველყოფს საქართველოს საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო დაზვერვის მხარდაჭერას. ჩვენ ასევე გავაძლერებთ ფოკუსს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებზე.
113-ე პუნქტში აღნიშნულია – ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას, არ გამოიყენოს ძალა, მოვუწოდებთ რუსეთს ანალოგიური პასუხისკენ.
მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრვივ საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების შენება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოდან.
ნატო არ აღიარებს 2014 წლის ნოემბერში საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის, ასევე 2015 წლის მარტში საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს. ისინი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ეუთო-ს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. ჟენევის მოლაპარკებების ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, შეასრულონ კოსნტრუქციული როლი და გააგრძელონ ახლო მუშაობა ეუთო-სთან, გაერო-სთან და ევროკავშირთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მისაღწევად, საქათველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში.
გარდა ამისა, 110 -ე მუხლში საუბარია ასპირანტ ვქყენებზე, სადაც საქართველოს შესახებაც არის აღნიშნული. კერძოდ – ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც არის ვაშინგტონის ხელშეკრულების მთავარი პრინციპი და ალიანსის დიდი მიღწევა. დღეს მონტენეგროს ჩვენთან ყოფნა არის ამის თვალსაჩინო დემონსტრირება და ჩვენ ველით ამ ქვეყნის მიღებას როგორც მომავალი წევრის რაც შეიძლება მალე. ევროატლანტიკური ინტეგრაცია აძლიერებს დემოკრატიულ ღირებულებებს, რეფორმასა და კანონის უზენაესობისადმი პატივისცემას. ჩვენი საზოგადოების თავისუფლება და კეთილდღება ამ საფუძვლებზეა აშენებული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ასევე უაზრუნველყოფს გზას სტაბილურობისკენ და აძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას. გაფართოების თანმიმდევრულმა რაუნდებმა გაზარდა ჩვენი და მთელი ერვოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნატო-ს კარი ღიაა ყველა ერვოპული დემოკრატიისთვის, რომელიც იზირებს ჩვენი ალიანსის ღირებულებებს, რომლებიც მზად არიან და შეუძლიათ წევრობის პასუხსიმგებლობისა და ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება, რომლებსაც შეუძლიათ ხელშეკრულების პრინციპების განვითარება და, რომელთა მიღებას ჩრდილატლანტიკური ზონის უსაფრთხოების ხელშეწყობა შეუძლია. გაფართოების გადაწყვეტილება არ არის თავად ნატო-სთვის, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ ქვეყნების ინტეგრაციას, რომლების მიისწრაფიან ალიანსში გაწერვიანებისკენ. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ღირსებებით ვაფასებთ. ჩვენ მოვუწოდებთ იმ პარტნიორებს რომლებიც ალიანსში გაწერვიანებისკენ მიისწრაფიან – საქართველოს, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას მაკდონისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას – გააგრძელონ აუცილებელი რეფორმების განხორციელება და გადაწყვეტილებები წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ გავაგრძელებთ მათი ძალისხმევის მხარადჭერას და ველით, რომ ისინი გადადგამენ აუცილებელ ნაბიჯებს მათი მისწრაფებების მისაღწევად.
ამასთან, კომუნიკეს 24-ე პუნქტში ნათქვამია, რომ ნატო მხარს უჭერს ყველა პარტნიორის უფლებას, გააკეთონ დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევანი.
“ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს ჩვენი პარტნიორების უფლებას, გააკეთონ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი, რომელიც იქნება თავისუფალი გარე ზეწოლისგან და იძულებისგან. ჩვენ ვადასტურებთ სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში, ჩვენ ვაგრძელებთ სამხრეთ კავკასიაში, ასევე მოლდოვის რესპუბლიკაში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც დაფუძნებულია ამ პრინციპებზე და საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, გაერო-ს წესდებაზე და ჰელსინკის აქტზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს მოლაპარაკებების ფარგლებში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ და პოლიტიკური ნების გაძლიერებისკენ”, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტის კომუნიკეს 24-ე პუნქტში.