ცენტრ-პოინტის ორი თანამშრომლის სალომე ჩარკვიანისა და ირაკლი მინდელის დაკავების ფაქტს მთავარი პროკურატურა ადასტურებს.
როგორც კურიერთან საუბრისას მთავარი პროკურატურის საზოგადოების სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება დაკავების მიზეზებსა და საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ცენტრ-პოინტის ხელმძღვანელების დაკავების ოპერაცია მიდმინარეობს.
კომენტარები