გოგოლის ქუჩის მცხოვრებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები პროსტიტუციის წინააღმდეგ აქციას მართავენ.
ისინი რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებულ დაწესებულბებში, გახშირებული პროსტიტუციის ფაქტებს აპროტესტებენ.
აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაწესებულებებზე პროტესტის გამომხატველი წარწერების გაკეთება სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი დააკავეს.
კომენტარები