უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება.
17 აგვისტომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე წვიმა.
რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია 30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, 17 აგვისტოს, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 32-33 გრადუსს მიაღწიოს.
18 აგვისტოდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.
კომენტარები
