ვირჯინიის დროით 22 ივლისს, საღამოს 6 საათზე ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, კიკბოქსიორი გიგა ჭიკაძე ბრძოლას გამართავს მსოფლიო ჩემპიონ ქრის მაუზერთან. ბრძოლა ” Glory World Series” ფარგლებში ჩატარდება. ეს კიკბოქსინგში უმაღლესი ლიგაა. გიგა ჭიკაძემ მომზადება კალიფორნიაში საკუთარ მწვრთნელთან რაფაელ კორდეიროსთან გაიარა. ის 2016 წელს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. შეგახსენებთ ჭიკაძე საკუთარ კარიერას უკვე ერთი წელია ლოს ანჯელესში აგრძელებს, ის არა ერთი კომპანიის სახეა.
კომენტარები