ამერიკის კალიფორნიის შტატში ლოს-ანჯელესთან ახლოს, რამდენიმე ასეული ადამიანი ტყის ძლიერი ხანძრის გამო იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად იზრდება და ამ დროისთვის საკმაოდ დიდ ფართობს მოედო. მომხდარის გამო ძლიერი კვამლია, რაც ხილვადობას ხელს უშლის.
ეროვნული პარკიდან 400-მდე ეგზოტიკური ცხოველის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის ბენგალური ვეფხვების.
კომენტარები