„ჰამასმა“ ტელეგრამზე გაასაჯაროვა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. ესენი არიან: რომი გონენი, რომელიც 24 წლისაა. 28 წლის ემილი დამარი და 31 წლის, ვეტერინარი ექთანი – დორონ შტაინ ბრეხერი.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ისრაელში ამბობდნენ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ მას შემდეგ უზრუნველყოფდნენ, რაც „ჰამასისგან“ გასათავისუფლებელი მძევლების სიას მიიღებდნენ. „ჰამასის“ წარმომადგენლები შეფერხებას ტექნიკური მიზეზით ხსნიდნენ.
კომენტარები