გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ევროკავშირს ცივი გონების შენარჩუნება და მობილიზება მართებს. განცხადება გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ტრამპის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე გააკეთა.
„რაც შეეხება აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციას, ჩვენ გვიწევს ერთად მუშაობა და ეს უნდა ვცადოთ, თუმცა არ ვიცი როგორი იქნება ეს თანამშრომლობა. მართებული იქნება თუ ყურადღებით მივადევნებთ თვალს თუ რას აკეთებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატია, რომელიც ამავდროულად ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა და ეს მომავალი ათწლეულების განმავლობაში ასე უნდა დარჩეს. ამასთან, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ჩვენს მომავალს აქ, გერმანიაში“, – განაცხადა შოლცმა.
კომენტარები