“ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ პროკურატურაში მათი ორგანიზაციის სახელით განცხადების შეტანის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურამ აღნიშნული საქმე 7 მუხლით უნდა გამოიძიოს.
„ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას. ვფიქრობთ ჩვენ, დაახლოებით, 7 მუხლით უნდა იყოს გამოძიებული ეს პრობლემა. პროკურატურის პრეროგატივაა, რამდენი დარჩება ამ მუხლიდან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს ქართული პოლიტიკის გათავისუფლება“, – განაცხადა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური
საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რითაც მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენასა და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ.