,,მკვლელები, რომლებმაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ციხეში ჩავსვი მე”, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ სასტუმრო „რედისონის“ წინ მიმდინარე აქციაზე უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძესთან საუბრისას განაცხადა.
მურუსიძეს ირაკლი კაკაბაძემ გირგვლიანის საქმეზე განმარტებების გაკეთება მოსთხოვა.
“მკვლელები, რომლებმაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ციხეში ჩავსვი მე, გაუნახევრა სასჯელი სააკაშვილმა და გაუშვეს პირობით ვადამდე, რომელში მონაწილეობაც მე საერთოდ არ მიმიღია”, – უპასუხა მურუსიძემ კაკაბაძეს.
” რედისონ ბლუ ივერიაში“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება. პარალელურად კი “რედისონთან” სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის შეცვლას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ლევან მურუსიძე შენობაში შეძახილებით შეაცილეს.
ლევან მურუსიძე – მკვლელები, რომლებმაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ციხეში ჩავსვი მე (ვიდეო)
2019/01/27 13:20:49

ნანახია: 921 ჯერ