შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული დ.ქ., ძარცვის ბრალდებით, გორში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, 1978 წელს დაბადებულ ქ.დ.-ს საფულე და მობილური ტელეფონი გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ნივთმტკიცებების ამოღების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
საფულისა და ტელეფონის გატაცებისთვის, 28 წლის მამაკაცი დააკავეს
2019/01/29 12:25:51

ნანახია: 606 ჯერ