შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი რუსეთის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებს და ევროკავშირს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„რუსეთი სერიოზულად აძლიერებს ზეწოლას საქართველოზე”, – წერს ბილდტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ და ამის მაგალითად შეჩერებულ ავიამიმოსვლას, ასევე ღვინის საკითხს ასახელებს.
შვედი დიპლომატი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის დროებით ჩაკეტვასაც ეხმაურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის განცხადებას ავრცელებს. სადამკვირვებლო მისიაში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
EU should react! Russia is seriously putting up pressure on Georgia. Air travel has been halted and import of Georgia wines stopped. Now also these serious measures. https://twitter.com/erik_hoeg/status/1144620641028595712 …
Erik Hoeg@erik_hoeg#EUMMGeorgia deeply concerned about restrictions imposed yesterday at controlled crossing points at Abkhaz ABL. #EUMM patrols today confirm significant decrease of movement across ABL. Decision severely restricts freedom of movement & harms livelihoods of local residents.