ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში, ლუბა ელიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“ასე რამ გაგამწარათ და გაგაბოროტათ ქალბატონო ლუბა, თქვენ და თქვენს ოჯახს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაგიკეთათ, კიდევ ასე, როგორ ლაპარაკობთ?…
გულწრფელად გეტყვით…ისე მინდა დაგიმახსოვროთ, როგორიც იყავით მანამ, სანამ გონებას ნაციონალები და პოლიტიკა მოგიწამლავდათ… აქ რომ, პოსტებს, პოსტებზე წერთ, საკუთარ ჯანმრთელობას რომ მიხედოთ და თავიც უკეთესად რომ იგრძნოთ, ეს ხომ შეიძლება?!… ჭკუას ნამდვილად არ გარიგებთ, მაგრამ საკუთარ თავს მეტ დროს თუ დაუთმობთ, თქვენც დაისვენებთ და ჩვენც, თორემ წაგვლეკა ყველა, ამდენმა სიძულვილმა და ბოროტებამ…” – წერს დარეჯან ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, ლუბა ელიაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: საკუთარი კოლექციიდან განსაკუთრებით ძვირფასი სურათების ორიგინალები ბიძინამ უკვე საზღვარგარეთ გაიტანა და შინ მხოლოდ მათი ასლები დაიტოვა ნეტარატო???