შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მხარდამჭერებმა პეტიციის ვებ-გვერდი – argadadge.ge შექმნეს.
“მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას”, – წერია საიტზე.
ამ დროისთვის ხელმომწერების რაოდენობა 6000-ზე მეტია და ციფრი ყოველწუთიერად იცვლება. პეტიციაზე ხელის მოწერა ფეისბუქის საშუალებით მარტივად, ერთ ღილაკზე დაჭერით არის შესაძლებელი.
კომენტარები